1 მარტი, 2021

არჩილ სოლოღაშვილის უდიდესი სიხარული

მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და მისი მეუღლე ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე უდიდესი სიხარულით და ბედნიერებით არიან აღსავსე.

8-წლიანი ლოდინის შემდეგ, მათ ნანატრი შვილი – ალექსანდრე ეყოლათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

წყვილმა პატარა ვაჟკაცთან ერთად უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.