3 თებერვალი, 2021

თემურ წიკლაურის პორტრეტი ყავის ნალექით

75 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის თემურ წიკლაურის პორტრეტი ხელოვანმა ნათია მერაბიშვილმა არც მეტი, არც ნაკლები, ყავის ნალექით დახატა. მას ყავის ნალექით შექმნილი აქვს მედეა ჯაფარიძის, რობერტ დე ნიროს, ჯონი დეპის, ლუი დე ფიუნესის, ლუჩანო პავაროტის პორტრეტები.

ხელოვანის ნამუშევრების დათვალიერებისას ნამდვილად ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებთ.

“გამოყენებითი ხელოვნება დავამთავრე მაქვს. რამოდენიმე ინდივიდუალური სტილი.” – ასე მოკლედ ახასიათებს საკუთარ შემოქმედებას ნათია მერაბიშვილი.

ხელოვანს ნამდვილად აქვს გამორჩეული და ინდივიდუალური სტილი, რადგან ფანქრითა თუ საღებავებით შესრულებული ცნობილი ადამიანების პორტრეტები, მის ნიჭიერებას უსვამს ხაზს.