11 თებერვალი, 2021

“შინდისი” 5.000 ლარად

რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმის “შინდისის” ჩვენების ექსკლუზიური უფლება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს 5.000 ლარი დაუჯდა.

ინფორმაცია ფილმის პროდიუსერმა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა გაავრცელა:

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავასაჯაროოთ ის თანხა, რომელსაც ტელეკომპანია “რუსთავი 2” იხდის “შინდისი”-ს ექსკლუზიური ჩვენების სანაცვლოდ, (რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვუხდით ტელევიზიის ხელმძღვანელობას), თანხის რაოდენობა გახლავთ 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

აქვე გვინდა გითხრათ, რომ ეს თანხა სრულად ირიცხება სოფელ შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ფონდში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენ უკვე დავიწყეთ შინდისის ტაძრის მოხატვა, საკურთხეველი უკვე დასრულებულია, ტაძრის ხატწერა გრძელდება და ჩვენ მიერ დადებული პირობის თანახმად, ამ რთულ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს საქმეს, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ!

შეგახსენებთ, რომ შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ეძღვნება – “ყოველთა ქართველთა და ოსთა ბრძოლოს ველზე მომწყდართა სახელის ხსოვნას”, – 2013-2014 წლებში საკუთარი სახსრებით ააგო კახა კალაძემ.”