ნანა ზარდიაშვილის ანდერძი

ნანა ზარდიაშვილის ანდერძიჟურნალისტი და ბლოგერი ნანა ზარდიაშვილი 59 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მან ანდერძი დაუტოვა შვილებს, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის შვილს გამოადგება:

“წადი, შვილო, გზაჯვარედინზე და დადექი და დაფიქრდი.

არ წახვიდე იქით, სადაც წარმატებაა და არ წახვიდე იქით, სადაც კარიერაა (დაგიფაროს ღმერთმა, შვილო, ორივესგან. წარმატების ბულიმიისგან და თნამდებობის ბულიმიისგან, ორი მონობისა და ორი გაუმაძღრობისგან).

და არ წახვიდე იქით, სადაც სიღატაკეა და სადაც სიმდიდრეა, რადგან ორივე ყოველდღიურობას გაგიქრობს, შვილო, არამედ წადი იქით, სადაც ყოველდღიურობაა და მოკრძალებული კეთილდღეობა – მარტივი, ნათელი სიხარულებით დაგლოცავ, შვილო!”