გიორგი ოსეფაშვილი გარდაიცვალა

გიორგი ოსეფაშვილი გარდაიცვალამსახიობი და რეჟისორი გიორგი ოსეფაშვილი გარდაიცვალა. ხელოვანი კორონა ვირუსმა იმსხვერპლა.

სამწუხარო ინფორმაცია პანტომიმის თეატრმა გაავრცელა:

“დიდი მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი, რეჟისორი, სცენის ოსტატი გოგა ოსეფაშვილი. შალიკაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მის მეგობრებს.

გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ მას თავდადებული შრომისთვის და ერთგულებისთვის.”