ეძღვნება ზურა დოიჯაშვილს

ეძღვნება ზურა დოიჯაშვილსმომღერალ ზურა დოიჯაშვილს მთელი საქართველო ემშვიდობება.

თინა ნაცვლიშვილმა მას ლექსი მიუძღვნა:

“ვერაფრით ვინელებ ზურას წასვლას… მშვიდობით, მეგობარო, ძალიან მომენატრები!😢ეს სტრიქონები შენ გეკუთვნის..

თბილისი ენატრებოდა,
თბილისი ესიზმრებოდა,
მოგონებებით ცხოვრობდა
და სანთელივით ქრებოდა
თბილისის მზეზე ფიქრობდა,
სხვა მზე მას აღარ ათბობდა.
სანთლად ანთებულ ოცნებას
ვერ შეელია, არ თმობდა.
მას ნოსტალგია ტანჯავდა,
სიზმრადაც თბილისს ხედავდა,
გული ტკივილით გაევსო
და თქმასაც ვეღარ ბედავდა.
ვერ აიხდინა ოცნება,
ვერ შეძლო სულის გათბობა –
“მელიქიშვილის გამზირი”,
“უბნის ბიჭებთან გართობა”…
მისი ხმა მომენატრება
ყველასგან გამორჩეული…
იყო და არა იყო რა –
წავიდა ბიჭი რჩეული…”