ბრუნო ვეფხვაძის არაჩვეულებრივი ნამუშევარი

მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე კიდევ ერთ ახალ ნამუშევარზე მუშაობს. ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელის გიორგი კალანდიას ინიციატივით, იგი ლევან მეორე დადიანის პორტრეტს ქმნის.

გიორგი კალანდია:

“სულ მინდოდა მსგავსი პროექტი საქართველოში განმეხორციელებინა, დღეს ევროპაში ძალიან პოპულარულია ისტორიული პირების ძველი გამოსახულებების მიხედვით თანამედროვე პორტრეტების შექმნა, სადაც ცხადად, რეალისტურად შეგიძლია დაინახო მათი ფიგურა. ზოგიერთი ისეთ ნახატს ქმნის რომ გამოსახული პირის სუნთქვასაც კი გრძნობ.

ჩვენც დავიწყეთ ეს საქმე და მგონია ძალიან წარმატებულად. შესანიშნავი ქართველი რეალისტი მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე წალენჯიხის ფრესკის მიხედვით სახელგანთქმული ლევან მეორე დადიანის პორტრეტს ქმნის.

აბა, შეხედეთ როგორი მსგავსებაა, უყურებ და ლევანის მზერის სიძლიერეს საუკუნეების სიშორიდან გრძნობ! პორტრეტი მუშაობის პროცესია, ჯერ დასრულებამდე ბევრია, თუმცა უკვე შეგიძლია თქვა: ბრავო, ოსტატო!”