4 თებერვალი, 2021

ბაჩანა ჭანტურიას კარგზე კარგი ამბავი

ანსამბლ “სუხიშვილების” სოლისტის, მოცეკვავის ბაჩანა ჭანტურიას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა.

ხელოვანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ლევან ღვინჯილია შეცვალა.

სასიხარულო ინფორმაცია “სუხიშვილების” ანსამბლმა გაავრცელა:

“ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!

გვეამაყება, რომ ჩვენი გაზრდილი უკვე სამი მოცეკვავე ხელმძღვანელობს სახელმწიფო ანსამბლებს.”