8 თებერვალი, 2021

ბაჩანა ბრეგვაძის საოცარი ჩანაწერები

ფილოსოფოსის, მწერლისა და მთარგმნელის ბაჩანა ბრეგვაძის ჩანაწერები, რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალური ხდება.

“არტ ინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც დღევანდელობას ყველაზე მეტად უხდება:

“ჯოგი“ ვერასოდეს ვერ იტანდა „რჩეულს“.

„თეთრი ყვავი“ ანომალიური მოვლენაა და ის ჩაქოლილ უნდა იქნეს.

ასე იყო, ასე არის და მომავალშიც ასე იქნება.

კულტურისა და ცივილიზაციის ნარეკლიანი გზა მოფენილია ცხედრებით.

სოკრატეს საწამლავი, ჯორდანო ბრუნოს კოცონი, ლავუაზიეს გილიოტინა, პუშკინის დუელი, ილიას სისხლმდინარი შუბლი… ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

ისტორია ყველაზე დაუნდობლად სწორედ თავის ჭეშმარიტ შემოქმედთა კოჰორტებს მიერეკება სასაკლაოსკენ.

Ave, Cecar, morituri te salutant!
/იცოცხლე, ცეზარ, სასიკვდილოდ მიმავალნი მოგესალმებიან შენ! / (ლათ.).”