3 იანვარი, 2021

შოთა რუსთაველის ულამაზესი ვიდეო

შოთა რუსთაველი კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში იქნება ქართველებისთვის ერთ-ერთი საამაყო შემოქმედი.

ანიმატორმა გიორგი გაგლოშვილმა – გაგლომ შოთა რუსთაველი და მისი პოემა “ვეფხისტყაოსანი” ანიმაციაში გააცოცხლა და ახალი წლიდან დაიწყო ახალი სერია “შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი”.

პირველი ვიდეო მან შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანზე” მოამზადა. პოემის ტექსტს მსახიობი გურამ საღარაძე კითხულობს.