21 იანვარი, 2021

რობერტ სტურუა: “აბა, სწრაფად, ლაფი და ბოღმა!”

რეჟისორი რობერტ სტურუა აცხადებს, რომ რუსთაველის თეატრს თეატრმცოდნეები ვერ იტანენ და ამიტომაც არავის გაუხარდა თეატისთვის ეროვნული თეატრის სტატუსის მინიჭება:

“ახმეტელის ოცნება ახდა, მაგრამ…

ამბობენ, რუსთაველის თეატრი ეროვნული თეატრი გახდაო!
არავის გაეხარდა!
არავის!

თეატრმცოდნეები ვერ იტანენ რუსთაველის თეატრს,
რადგანაც 1937 წელს,
როცა დაარბიეს დიდი ახმეტელი,
თეატრის კრიტიკოსებმა და მეცნიერებმა სიჩუმე ამჯობინეს –
კომპრომისების ფუმფულა ლოგინში ჩაწვენენ და
ღალატის ფერადი და ძვირფასი საბანი გადაიფარეს.

ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ ქართული თეატრისადმი მიძღვნილ კვლევაში, კოდიკო ჩხარტიშვილს სანდრო ახმეტელი დაავიწყდა!
მაგრამ “დღის კოდს”კი ძალიან გაეხარდა:
“ჩხარტიშვილის კოდი –
თვით ჭეშმარიტებაა,
ყველაფერი გაივლისო,
გა.ავალია ცხოვრებაო!..”
აღმოხდა ბატონ დავითს –
თეატრების აღმაშენებელს!”

აბა, სწრაფად, ლაფი და ბოღმა! გულისფანცქალით ვუცდი!

ფოტოზე: ახმეტელის ზარს ვრეკავ, ვნებათა მონებო!”