6 იანვარი, 2021

ნინო სურგულაძის საშობაო სურვილი

ოპერის მომღერლის ნინო სურუგლაძის საშობაო სურვილი თითოეული ქართველის სანუკვარი სურვილია – აფხაზეთის დაბრუნება.

საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის სიყვარულმა და მონატრებამ დააწერინა ნინოს სიმღერა “აფხაზეთო, ჩემო”, რომელსაც სოფო ნიჟარაძესთან და გიორგი უშიკიშვილთან ერთად ასრულებს:

“ეს სიმღერა 13 წლის წინ დავწერე… ტერიტორია, რომელიც დავკარგეთ, კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ…

საშობაო სურვილია – ჩვენი დაკარგული ტერიტორიების აღდგენა და 500000-ზე მეტი დევნილის საკუთარ სახლებში დაბრუნება.”