14 იანვარი, 2021

მურმან ლებანიძე რეზო ლაღიძეზე

პოეტი მურმან ლებანიძე კომპოზიტორ რეზო ლაღიძეზე ერთ განსაკუთრებულ ისტორიას იხსენებდა:

“ერთ-ერთი ნადირობის დროს რეზომ ტყეში დაჭრილი დათვის ბელი იყიდა მონადირეებისაგან. წაიყვანა შინ, რადგან გადაეწყვიტა გამოეჯანმრთელებინა და ისევ დაებრუნებინა ტყეში.

დაჭრილი ბელი დააბა ეზოს ,,საკუჭნაოში”. ერთ ღამეს ბელს აუხდია სახურავი, გადმომხტარა და დილით იპოვეს თავისავე თოკზე დაკიდებული.

რეზომ საშინლად განიცადა ეს ამბავი. გააკეთებინა ფიტული და თავის სამუშაო ოთახში დადგა.

სწორედ ამ შემთხვევის გამო მივუძღვენი მას ლექსი: ,,მელეშუმს დათვები მოუკლავთ ვაჟკაცებს.”