17 იანვარი, 2021

მიხეილ შუღლიაშვილი – კომპოზიტორი ჯადოსნური სამყაროთი

კომპოზიტორი და პედაგოგი მიხეილ შუღლიაშვილი დაუვიწყარ ჯადოსნურ სამყაროს უქმნიდა იმ ბავშვებს, ვისაც მუსიკის შესწავლა სურდა.

55 წლის ასაკში გარდაცვლილი ხელოვანის მუსიკისადმი ინტერესი საქართველოშიც და უცხოეთშიც დღითიდღე მატულობს.

მიხეილ შუღლიაშვილი გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული ავანგარდული მუსიკის ერთ-ერთი მოთავეა. თავისი შემოქმედებით იგი ნახევარი საუკუნით წინ უსწრებდა თავის თანამედროვეობას.

კომპოზიტორის ყოველი ნაწარმოები ორიგინალური, თანამედროვე და მომავლისკენ მიმართული ესტეტიკის მქონე მხატვრული სახეების და სივრცეების შემქმნელია.

დავით შუღლიაშვილი, მიხეილ შუღლიაშვილის შვილი:

“დიდი მადლობა ყველა იმ ქართველ და უცხოელ მუსიკოსს, კონცერტებისა თუ ფესტივალების იმ ორგანიზატორს, ვისი დახმარებითაც შესაძლებელი გახდა მიხელ შუღლიაშვილის მუსიკის მსმენელამდე მიტანა. იმედი მაქვს, რომ თანამედროვე მუსიკით დაინტერსებულ ქართველ მსმენელს შესაძლებლობა მიეცემა მონაწილე გახდეს ამ უჩვეულო, საოცარი მუსიკალური შთბეჭდილებებისა.

ეს ვიდეო 1992 წელს არის გადაღებული ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის მიერ სამოყვარულო კამერით. იმ უშუქობის, შიმშილისა და მრავალმხრივი გასაჭირის პერიოდში, თავისი განსაკუთრებული მეთოდით და ასეთი ცოცხალი გაკვეთილებით აყვარებდა ბავშვებს მუსიკას მიხეილ შუღლიაშვილი.”