20 იანვარი, 2021

გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა:

“66 წლის ასაკში გარდაიცვალა ისტორიკოსი, თსუ პროფესორი გიორგი ოთხმეზური.

ბატონ გიორგის მრავალი წელი აკავშირებდა უნივერსიტეტთან, ისტორიის მიმართულების სტუდენტების უამრავმა თაობამ გაიარა მის თვალწინ, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი.
ძალზედ დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით.”
ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილის ცხოვრებაში 2004 წელს უდიდესი ტრაგედია მოხდა – შვილი დავით ოთხმეზური პეკინის გამზირზე მოუკლეს.