27 იანვარი, 2021

გიორგი მახარაძის უდიდესი სიხარული

მსახიობ გიორგი მახარაძის უდიდესი სიხარული მის ცხოვრებაში ახალი სიცოცხლის – მეორე გოგონას შემობრძანება გახდა.

გიორგის მეუღლემ მარიამ ნადირაძემ პატარა გაგუას კლინიკაში გააჩინა. ახალშობილი და მისი დედიკო თავს კარგად გრძნობენ.

მსახიობისთვის ეს მეორე შვილია. პირველი გოგონა – ელენე, რომელიც საოცრად ცეკვავს და მღერის – პირველი ქორწინებიდან მარიამ როინიშვილთან ჰყავს.