17 იანვარი, 2021

ეკა ჩხეიძეს ბლოკავენ

თეატრისა და კინოს მსახიობს ეკა ჩხეიძეს ბლოკავენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მსახიობმა გაავრცელა:

,,ვიღაცეები” თურმე სერიოზულად ,,ჩალიჩობენ” და ტელევიზიებში მბლოკავენ. არა მარტო სერიალებში, გადაცემებშიც…

,,ცუდსა რად უნდა მტერობაო” – მე ეს არ მამშვიდებს. უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და ძალიანაც მწყინს… თუმცა, თქვენნაირები იმარჯვებენ, ფაქტია!

გილოცავთ!”