5 დეკემბერი, 2020

ზურაბ წერეთლისა და ვლადიმერ ვისოცკის ამბავი

ქართველი მოქანდაკის ზურაბ წერეთლისა და რუსი მომღერლის ვლადიმერ ვისოცკის ამბავი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, უმრავლესობისთვის უცნობია.

მწერალი და სცენარისტი, ვლადიმერ ვისოცკის უახლოესი მეგობარი არტურ მაკაროვი თავის ერთ-ერთ მოგონებაში წერდა:

“ვისოცკის, გარდაცვალების შემდეგ, მეგობრების, ახლობლებისა და ნაცნობების ვალები დარჩა – 38.000 რუბლი. მისი ორივე მანქანა გავყიდე, რომ ვალები გამესტუმრებინა და ყველა მისმა მეგობარმა, ახლობელმა თუ ნაცნობმა კუთვნილი თანხა დაიბრუნა.

მხოლოდ მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა განაცხადა უარი აეღო ფული – 5000 რუბლი იმ მიზეზით, რომ ჯობდა ეს თანხა ვისოცკის შვილებს დარჩენოდათ… და თან დაამატა, რომ საქართველოში, თუკი მეგობარი გარდაიცვლება, ყველა ცდილობს ჭირისუფლის ოჯახიდან ფული კი არ გამოიტანოს, არამე პირიქით – შეიტანოს.