11 დეკემბერი, 2020

უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ია ფარულავასგან

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ქართველ კინორეჟისორს ალექსანდრე რეხვიაშვილს შეეხება:

“მსოფლიო დონის კინორეჟისორი გარდაიცვალა… ტარკოვსკის და საკუროვის დონის კინოხელოვანი, რომელმაც ძალიან თავმდაბალი და ასკეტური ცხოვრებით იცხოვრა… ის ჩემთვის ჩვენი დროის ფიროსმანი იყო…

საშა ძალიან თავმდაბალი კაცი იყო… მას მეგობრები ეხმარებოდნენ… ერთხელ ერთმა მისმა მეგობარმა ხორცი გაუგზავნა. საშამ არაფრის დიდებით არ მიიღო, ხორცი უკან დაუბრუნა… ფულზეც ხომ ზედმეტი იყო საუბარი… ის ნამდვილი რაინდი იყო… საოცარი ადამიანი იყო… იშვიათი…”