8 დეკემბერი, 2020

თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა

“საუკუნის ხმად” აღიარებული ლოტბარი თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა. მას ეს წოდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიანიჭა.

ინფორმაცია ხელოვანის გარდაცვალების შესახებ გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა ქართული სიმღერის ბრწყინვალე მცოდნე და ლეგენდარული მომღერალი. დასრულდა ეპოქა, რომელიც შექმნა თემურ ქევხიშვილმა.

ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა და მისი ტრადიციები.

დიდი მადლობა, ბატონო თემურ, იმ დიდი საქმეებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ.”