ნიკოლოზ რაჭველი გრემიზე

ნიკოლოზ რაჭველი გრემიზეეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი მსოფლიოში აღიარებულ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან ერთად ალბომით “CITY LIGHTS” გრემის ჯილდოს მოლოდინშია. ამის შესახებ განცხადება მაესტრომ პირველად გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა:

“ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი 2020 წლის ნამუშევარი, აუდიო–ალბომი, რომელსაც უკვე უნდა მოჰყოლოდა მსოფლიო ტურნე, თუმცა, სამწუხაროდ, გადაიდო. ნოსტალგიური ალბომი გამოვიდა და ძალიან ბევრი რეკორდი მოხსნა. ამაზონის და სხვადასხვა ინტერნეტპორტალების კვლევებმა აჩვენა, ალბომის მოსმენების და გაყიდვების რაოდენობამ, გადაასწრო წინა რეკორდს, რომელიც თავის დროზე მოხსნა “სამი ტენორის” ცნობილმა გამოცემამ (ლუჩიანო პავაროტი და მეგობრები). ახლა მზადდება ძალიან დიდ და პრესტიჟულ პრემიებზე წარდგენა, როგორიც გრემია, დიდი იმედი გვაქვს, შემდეგი წლის ნომინაციას ველოდებით (გრემის).”