29 დეკემბერი, 2020

ნიაზ დიასამიძის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა

მომღერალი ნიაზ დიასამიძე უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშეა. ის მუსიკალური შოუ “ვოისის” ერთ-ერთი მწვრთნელი იქნება:

“ისეთი გუნდი უნდა მყავდეს, რომ გუნდის ყველა წევრს აინტერესებდეს საკუთარ თავში კიდევ ახალი რაღაცის პოვნა, ვიდრე უკვე ნაპოვნი აქვს. როგორც ჩემს თავს ვწვრთნი, ისე გავაგრძელებ აქაც.

ნებისმიერი გამოწვევა ახალგაზრდა იქნება, თუ უფრო ასაკოვანი – მუსიკოსისთვის ნებისმიერი ახალი მუსიკალური ეტაპი საინტერესოა, შესაბამისად, “ვოისიც.”