19 დეკემბერი, 2020

ნატო გელაშვილის თხოვნა

მომღერალი ნატო გელაშვილი თითოეულ ჩვენგანს გულწრფელად სთხოვს გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ქართველებს ერთმანეთის გატანის იმუნიტეტი გვაქვს:

“ძალიან მარტივია, ალბათ, და თან ძალიან რთული, უანგაროდ გიყვარდეს ადამიანები… არ იყოს ურთიერთობები გაფერუმარილებული, გაგრიმული და არ იშლებოდეს ასფალტზე ცარცით დაწერილი მიყვარხარ თავსხმა წვიმით… ჩვენს ერს ხომ სიყვარულის იმუნიტეტი აქვს, სიყვარულის და ერთმანეთის გატანის იმუნიტეტი…

ჰოდა, დავამარცხოთ ერთად ნეგატივი, რაც მეფობს დღეს… უბრალოდ, უანგაროდ გვიყვარდეს ერთმანეთი. თუ ვერ შევიყვარებთ, პატივი მაინც ვცეთ ერთმანეთს. ნუ დავემსგავსებით ღვარძლს… ზიზღს… გაუტანლობას… ვგავდეთ სიყვარულს თავად და გაცრეცილ სიტყვად ნუ დავტოვებთ. მინდა, რომ გვიყვარდეს… პატივი ვცეთ და გვეიმედებოდეს ერთმანეთი.”