მიხეილ ჯავახიშვილის სამარცხვინო მუზეუმი

მიხეილ ჯავახიშვილის სამარცხვინო მუზეუმი1937 წლის რეპრესიებს შეწირული მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ წერაქვში სამარცხვინო მდგომარეობაშია.

ინფორმაციას ანსამბლ “გორდელას” წევრი ქეთი კვირკელია ავრცელებს:

“1880 წლის 20 ნოემბერს დაიბადა მიხეილ ჯავახიშვილი. თბილისიდან 1 საათის სავალ გზაზე სოფელ წერაქვში….

ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, ერთი უსახური შენობაა მისი მუზეუმი, საშინელ მდგომარეობაში მყოფი ერთსართულიანი “ქოხმახი”. იმავე ეზოშია მისი საფლავიც. 2016-ში ფესტივალზე ვიყავით ნახევარი კილომეტრის ქვემოთ სკოლის ეზოში, დრო გვქონდა და ირაკლი მიქიანმა წამიყვანა, ნახე რა განახოო. გული დამეწვა… რა ტრაგიკული ბედიც ჰქონდა კი იცით… რა დიდი ადამიანიც იყო ისიც…

მაგის მერე ყოველ წელს ავდივართ ზაფხულში, საოცარი დირექტორი ჰყავს, ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს შენობაც და ისტორიაც… არაფერი არ იცვლება …

“არაფერია მზის ქვეშ ახალი…”