12 დეკემბერი, 2020

მეფე ერეკლეზე გამოცემული უნიკალური წიგნი

მეფე ერეკლე განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.

ამის დასტურია 1766 წელს ლისაბონში დაბეჭდილი წიგნი, რომელიც ჩვენს საამაყო მეფეს ეძღვნებოდა.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“მათთვის, ვინც მეფე ერეკლეს პოლიტიკას უწუნებს, ზოგჯერ აქილიკებს და აქედან ჭკუას არიგებს.

1766 წელს ლისაბონში დაბეჭდილი წიგნი შემდეგი სახელწოდებით: “ახალი ცნობა სახელოვან ბრძოლასა და ბრწყინვალე გამარჯვებაზე, რომელიც სახელგანთქმულმა ქართველმა მეფემ ერეკლემ მოიპოვა თურქეთის თავხედი სულთნის საშინელი ჯარის წინააღმდეგ.”

ჰო, ეს ის ერეკლეა, რომელმაც ევროპაში მის შესახებ არსებული ასეთი წიგნების არსებობაც კი არ იცოდა. პიარში კი არ ხარჯავდა ფულებს, იდგა და ხმალს იქნევდა საკუთარი ხალხის გადასარჩენად! ნათელი დაადგეს იქ, სადაც არის!”