31 დეკემბერი, 2020

ლევან ღვინჯილია ანსამბლ “აფხაზეთის” ხელმძღვანელობიდან მოხსნეს

ლევან ღვინჯილიას 6-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობა სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასრულდა:

“აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძისაგან დღეს მივიღე “ძვირფასი საახალწლო საჩუქარი” – აღარა ვარ სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელი!

ეს ის ანსამბლია, სადაც, თანამოაზრე კოლეგებთან ერთად, გავატარე 6 წელიწადი….

ანსამბლის თითოეულ წევრს ვულოცავ დამდეგ 2021-ს და ვუსურვებ სრულ ოჯახურ და პირად ბედნიერებას…”