იოჰან შტრაუსის მიძღვნა ნიკო დადიანს

იოჰან შტრაუსის მიძღვნა ნიკო დადიანსცნობილმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა „ვალსის მეფედ“ წოდებულმა იოჰან შტრაუსმა თავისი ერთ-ერთი ნაწარმოები “ნიკო პოლკა” დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის უფროს ვაჟს ნიკო დადიანს მიუძღვნა.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“ცნობილმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა „ვალსის მეფედ“ წოდებულმა იოჰან შტრაუსმა თავისი შემოქმედების ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში ქართველ უფლისწულს მიუძღვნა. კერძოდ, დავით დადიანისა და ულამაზესი ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსს ვაჟს – ნიკო დადიანს (1847-1903). ამიტომაც მუსიკალურ ნაწარმოებს „ნიკო პოლკა“ ჰქვია.

ეს მოხდა 1859 წლის 14 ივლისს, როცა დიდმა კომპოზიტორმა ქართველი თავადი რუსეთში მოგზაურობის დროს, კერძოდ, პავლოვსკში გაიცნო. მაშინ ნიკო დედასთან ერთად რუსეთში იმპერატორის მიწვევით მოგზაურობდა.

დანარჩენი წიგნში “ქართველები მსოფლიო ისტორიაში”. ტომი 6. ილუსტრაციაზე ნიკო დადიანი და იოჰან შტრაუსი. მხატვარი: ნიკოლოზ დადიანი.”