20 დეკემბერი, 2020

გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია მსახიობმა გიორგი გასვიანმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა გოგი ქავთარაძე
ეპოქაც გაიყოლა…

ნამდვილი ადამიანი! ნამდვილი კაცი და გენიალური არტისტი!
ჩემი პედაგოგი თეატრალურ უნივერსიტეტში..
ბევრი კარგი როლიც გვათამაშა და ერთადაც გვითამაშია სცენაზე! ბევრი რამ გვასწავლა! ნამდვილი პროფესიონალი! წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო! პანდემიის გამო ვერ მოხერხდა…

ვტირით მთელი თქვენი სტუდენტები, ბატონო გოგი, ისე გვიყვარდი, ვერასდროს ვიფიქრებდით რომ ერთ დღეს აღარ გვეყოლებოდი.”