30 დეკემბერი, 2020

გელათის ძარცვას შეწირული დავით აღმაშენებლის ბეჭედი

საქართველოს აღმშენებლი მეფის – დავით IV-ის ბეჭედი გელათის ტაძრის ძარცვას შეეწირა და სამუდამოდ დაიკარგა.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“ერთ-ერთი ქართველი მეფე გიორგის ბეჭედი, რომელიც დავით აღმაშენებლის კუთვნილებად მიიჩნეოდა ბოლო საუკუნეებში.

ნ. კონდაკოვის აღწერით, ბეჭედი ოქროსი ყოფილა, განსაკუთრებით დიდი ზომის, წმიდა გიორგის გამოსახულებითა და შემდეგი წარწერით: “წმიდაო გიორგი, მე, გიორგი სასოებითა შენითა ვსძლევ მტერთა ჩემთა” („Святой Георгий, я, Георгий, надеждою на тебя побеждаю врага“, იხ. კონდაკოვი, ბაქრაძე, გვ.41).

ბეჭედი დავით აღმაშენებლის ბეჭდის სახელით ინახებოდა გელათის ტაძარში. 1904 წელს გელათის მონასტრის ცნობილი მორიგი ძარცვის დროს ეს ოქროს ბეჭედი სხვა რამდენიმე რელიქვიასთან ერთად სამუდამოდ დაიკარგა.

ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში.”