27 დეკემბერი, 2020

განმარტება ნიკალაი დანელიას სიკვდილთან დაკავშირებით

რეჟისორ გია დანელიას შვილის ნიკალაი დანელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი სექტანტი იყო, თითქოს აკრძალულ პრეპატარებს იღებდა, თითქოს მოკლეს, თითქოს გარდაცვლილი მამისეული სახლის აივანზე იპოვნეს, მხოლოდ ვერსიებია. უმცროსი დანელია აივანზე კი არა, სახლში – დივანზე იჯდა ტელეფონის ყურმილით ხელში, როგორც ჩანს, დახმარებას ითხოვდა.

იმ საბედისწერო დღეს ნიკალაი დანელია ბინაში მარტო არ იყო, მასთან მეგობარი – ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორი ლევანი (ლევიკო) ჭყონია იმყოფებოდა. მუსიკა, მხატვრობა, სცენარი – ყველაფერი მისი იყო. ისიც 26 წლის წავიდა ამქვეყნიდან. ფილმოგრაფია: ,,პიერო პლიუს მალვინა” (სადიპლომო) ბალთანოზავრი, ჟანგიანი რაინდი, ბობო – ფილმი, რომელიც მოსკოვში წაიღო დასამტკიცებლად.

სწორედ ამ პერიოდში რუსეთში გამოცხადდა მშრალი კანონი, რაც ალკოჰოლური სასმელის აკრძალვას გულისხმობდა. არსებობს ვერსია, რომ ნიკალაიმ და ლევანმა ხის სპირტი დალიეს, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია.