დოდო აბაშიძის განსაკუთრებული პრიზი

დოდო აბაშიძის განსაკუთრებული პრიზიუნიჭიერესი მსახიობი დოდო აბაშიძე პრიზების და ჯილდოების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, თუმცა მას მიღებული აქვს ერთი ძალიან უცნაური პრიზი – პრიზი “წყალწაღებულთა გადარჩენისთვის”.

ეს პრიზი მსახიობს ტაქსის მძღოლის გადარჩენისთვის მიენიჭა, რომელიც მაისის წყალდიდობის გამო ადიდებულ მტკვარს მიჰქონდა. მსახიობი ელბაქიძის ხიდიდან გადახტა და ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა.

ამ ფაქტს მაშინდელი საკავშირო გაზეთი “იზვესტია” გამოეხმაურა და სტატია მიუძღვნა.

„გენიალური რეპეტიცია“ – ასე ეწოდებოდა სტატიას, რომელშიც ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ გარისკა დოდო აბაშიძემ ადიდებულ მტკვარში გადახტომა, მსახიობმა ასეთი პასუხი გასცა:

“კარგი რეპეტიცია გამომივიდა, გენიალურივით. სწორედ ახლა მიღებენ „ზღვის შვილებში“, სადაც გულკეთილ მეზღვაურს ვთამაშობ, და სცენარის მიხედვით, ჩემმა გმირმა წყალწაღებული უნდა გადაარჩინოს.”