28 დეკემბერი, 2020

დავით ანდღულაძის საქართველოში გადმოსვენება ვერ ხერხდება

“რკინის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორ დავით ანდღულაძის საქართველოში გადმოსვენება ვერ ხერხდება.

ხელოვანი ფილტვის სიმსივნით 64 წლის ასაკში საფრანგეთში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა 29 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

“ტექნიკური შეფერხების გამო, დავით ანდღულაძის საფრანგეთიდან გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. უახლოეს მომავალში დავწერთ პანაშვიდისა და გასვენების დღეებს,” – ნათქვამია რკინის თეატრის ოფიციალურ განცხადებაში.