10 დეკემბერი, 2020

ალექსანდრე რეხვიაშვილი გარდაიცვალა

რეჟისორი ალექსანდრე – საშა რეხვიაშვილი გარდაიცვალა. 82 წლის ხელოვანის გარდაცვალების შესახებ

ინფორმაცია გიო მგელაძემ გაავრცელა:

“გარდაიცვალა საშა რეხვიაშვილი.

მამას მეგობარმა მეგობრად მიმიღო.

სულ მეუბნებოდა (რუსულად) “გიო, აკეთე საავტორო დოკუმენტური კინო. მთელ მსოფლიოში მოთხოვნადია და არ მოგიწევს ამ არა ადამიანებთან თანხის სათხოვრად სიარული”.

და სულ მეუბნებოდა “გიო, ყველაფერი პლანეტაზე იქნება ცუდად და უფრო ცუდად. მთავარია ძაან ცუდად არ იყოს”.

რა კარგია რომ ორსაათიანი ინტერვიუ გადავიღე საშასთან და დოკუმენტურ ფილმად დარჩება შთამომავლობას.”