უპასუხეთ ლევან გელბახიანს

უპასუხეთ ლევან გელბახიანსმსახიობი ლევან გელბახიანი, რომელიც ყველამ ფილმიდან “და ჩვენ ვიცეკვეთ” გაიცნო, ხელოვანებისთვის ყველაზე აქტუალურ კითხვას სვამს:

“9 თვეა გაჩერებულია კულტურული ღინისძიებები.

ხალხი სესხს სესხზე აკეთებს, რომ რაღაცა პურის ფული ჰქონდეთ და ამ 9 თვის განმავლობაში იმ პირმო…ნულ კულტურის მინისტრს (არც კი ვიცი ვინ არის) 1 განცხადებაც არ გაუკეთებია, ერთხელაც არ ჩაუტარებია ბრიფინგი, არ უთქვამს რას აპირებენ? რატომ არის დაკეტილი თეატრები ამდენი ხანი? რა ჭამოს მსახიობმა, განსაკუთრებით იმან, ვინც შტატგარეშეა და სპექტაკლებით ჭამდა პურს? ოღონდ მართლა მეტს ვერ ქაჩავს 1 სპექტაკლში გადახდილი ჰონორარი – დილით ყიყლიყოს გააკეთებ და თუ მეორე სპექტაკლიც ითამაშე, არაჟანსაც იყიდი და გადაუსვამ.

აღარაფერს ვამბობ საკლუბო სცენაზე, როგორც ცოცხლობთ, მეგობრებო, საერთოდ არ ვიცი.

მუზეუმებში რა ხდება ნეტა?

როდემდე უნდა იჯდეს ბალერინა სახლში “შპაგატში” და რამდენი კვერცხი უნდა დალიოს ოპერის მსახიობმა ხმის შესანარჩუნებლად?

კრიზისდან გამოსვლის გზა, ყველაფირს ჩაკეტვაზე არ გადის და რომც გადიოდეს, ისევ ბიძინა ჩამოწერს სესხებს ვალი.ჯი ზე?”