27 ნოემბერი, 2020

უმნიშვნელოვანესი პრემია ნინო ხარატიშვილს

ქართველმა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა საერთაშორისო პრემია დაიმსახურა.

მისი რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ინგლისური თარგმანი ვარვიკის პრემიის 2020 წლის გამარჯვებულია.
წიგნი, რომელიც ჯაშების ოჯახის ექვსი თაობის ისტორიას მოგვითხრობს, გამომცემლობა “Scribe Publications“-მა გამოსცა, გერმანულიდან კი შარლოტა კოლინზმა და რუთ მარტინმა თარგმნეს.

ვარვიკის ყოველწლიური პრემია 2017 წელს დაარსდა და ქალი ავტორების ინგლისურენოვანი თარგმანებისთვის გაიცემა, რომლებიც კალენდარული წლის განმავლობაში, ბრიტანულმა ან ირლანდიურმა გამომცემლობებმა გამოსცეს.