4 ნოემბერი, 2020

უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზურა დოიჯაშვილისთვის

მომღერალ ზურა დოიჯაშვილზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა.

მომღერალი უკვე რამდენიმე თვეა ისრაელის ერთ-ერთ საავადმყოფოში აპარატზეა შეერთებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:

“საქართველოს კულტურის პალატა რამოდენიმე კვირაა მუშაობს პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით ფინანსურად და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით!

უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება უკანასკნელ დღეებში, გამოთქვამს დახმარების სურვილს!

საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში.”