9 ნოემბერი, 2020

სოფო ბათილაშვილის განმარტება

“მხოლოდ ქართულის” პირველი სეზონის გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი საჯარო განმარტებას აკეთებს:

“პირველი:
გუშინდელი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან იყო, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკანონო.

მეორე:
ვინც და როცა არ უნდა იჯდეს ხელისუფლებაში, ყველას ყოველთვის მოეთხოვება პასუხი თავის ქმედებებზე.

მესამე:
მე მივდივარ აქციაზე ჩემი ხმის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

მეოთხე:
მონობაში არსებობას მირჩევნია კორონა შემეყაროს.

მეხუთე:
ცალ ფეხზე მკიდია რომელ პარტიას მიმაკუთვნებენ, მე ვიცი რა იდეისთვისაც ვიბრძვი.”