12 ნოემბერი, 2020

მიშა გომიაშვილის უდიდესი განსაცდელი

მსახიობ მიშა გომიაშვილისთვის ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელის ეტაპი დადგა. ხელოვანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა:

“ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა…

მოგახსენებთ: კორონა ვირუსი, ღმერთის წყალობით, არ მაქვს! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს… ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს!

ვიწექი დიაგნოზით: მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი! გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტად…”