ლაშა ღლონტის ძალიან მაგარი ინიციატივა

ლაშა ღლონტის ძალიან მაგარი ინიციატივამომღერალი ლაშა ღლონტი ძალიან მაგარი ინიციატივით გამოდის:

“ერთი შეხედვით შეიძლება ტექნიკურად უტოპიური აზრი დამებადა, მაგრამ იქნებ გავაკეთოთ.

ყველა სუპერმარკეტში, სადაც საკვებ პროდუქტს შევიძენთ, მფლობელებმა გამოყონ რაიმე ადგილი, სადაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყველას საკუთარი სურვილით და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ექნება საშუალება ნებისმიერი საკვები პროდუქტი მოათავსოს საჩუქრად. ვისაც უნდა მივა და აიღებს.

დავარქვათ ამ ადგილს ,,თანაგრძნობის კუთხე”. რას იტყვით, ეს ხომ ძალიან მარტივია? სავაჭრო ქსელების მფლობელები, იმედია, გამოგვეხმაურებიან მათგან ხომ მხოლოდ ამ კუთხის მოწყობა დაგვჭირდება და ეს დიდი საქმეა!

იქნებ მოაბას თავი ვინმემ. პირველი მე ვიქნები და ვიცი ყველა სიამოვნებით გააკეთებს ამას. ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს. გაიხარეთ!”