4 ნოემბერი, 2020

ის, რაც მარიკა ლორთქიფანიძეზე უნდა ვიცოდეთ

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე იყო პირველი ქალი, რომელიც როკის გვირაბის გაჭრის წინააღმდეგი იყო. ის იყო პირველი ქალი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვაზე უშიშრად მივიდა.

ისტორიკოსის ცხოვრების საინტერესო ეტაპები მისმა რძალმა, მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ გაიხსენა:

“მარიკა ლორთქიფანიძე ის პირველი ქალი იყო და მასთან ერთად, გიგა და ჭაბუა ამირეჯიბი, რომლებიც წინააღმდეგები იყვნენ როკის გვირაბის გაჭრის.

ის პირველი ქალი იყო, რომელმაც საკავშირო ბრძანება არ შეასრულა რუსულად სწავლებაზე უნივერსიტეტში. დიდი როლი აქვს შესრულებული, როდესაც “დედა ენის” სწავლების შესახებ, სტუდენტებს უკარნახა, როგორ უნდა ემოქმედათ.

ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვაზე, როდესაც 40 კაცი მიყვებოდა ცხედარს, ის პირველი ქალი იყო, რომელიც არ დამალულა, სხვებივით და იქ პატივის მისაგებად უშიშრად იდგა.

მარიკა ლორთქიფაბიძე ყოველთვის ისეთ სიმაღლეზე იდგა, ამას მისი კოლეგებიც ყოველთვის აღიარებდნენ, არასოდეს მოწინააღმდეგეს არც დაამცირებდა და სათანადო პასუხითაც კი, თავს არ დაიმცირებდა.

ის ქვეყნის ინტერესების დამცველი იქნებოდა ყოველთვის, მისთვის პირველადი, მხოლოდ ქვეყნის ინტერესები იყო, თუმცა ცეკას მდივნობაზე თავის დროზე უარი თქვა.

მას თავისი პოზიციით და პროფესიონალიზმით შეეძლო ყოველთვის სასარგებლო საქმე ეკეთებინა, გიგა და მარიკა ერთნი იყვნენ ყოველთვის თავისი პოზიციით და მეც ამით ბედნიერი ვიყავი.

თვითმფრინავის გამტაცებელი ბიჭების დამცველი, დახვრეტის მოწინააღმდეგენი და-ძმა ლორთქიფანიძეები, რომ არაფერი ვთქვა მათ განათლებასა და არზრდაზე, ბევრჯერ ყოფილან დაბარებული ბიუროზე, მათი დისიდენტური მოქმედების გამო.

აი, ასეთი ინტელიგენცია გყავდათ, იძახონ ახლა, ინტელიგენცია და ინტელიგანცია. აი, ამ ინტელიგენციას რამდენი ბრძოლა სჭირდებოდა თავისი საქმე რომ ეკეთებინა.”