28 ნოემბერი, 2020

“გელათი დღეს! კომენტარის ზედმეტია!”

ის მოვლენები, რომლებიც ბოლო პერიოდში გელათის ტაძარის გარშემო ვითარდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“გელათი დღეს! ნუ კომენტარიც ზედმეტია, მაგრამ მაინც: არაპროფესიონალიზმი-დილეტანტიზმი, წყალში ჩაყრილი მილიონები, წყლის ინტენსიური ჩადინებით დაზიანებული ფრესკები, ქვის პერანგი, თაღ-კამარები!

წყალში ჩაიყარა ასევე ბოლო წლებში ჩატარებული ტაძრის ქვის პერანგის კონსერვაცია-რეაბილიტაცია, რადგან წყლის დინებისგან გამომარილდა და დაზიანდა ბევრი მონაკვეთი. მოკლედ რომ ვთქვა, “ქოცური ხარისხია”.

ნურავის გეწყინებათ, მაგრამ სიმართლე ესაა. ხო კიდევ, ურცხვად და აფერისტულად თავის მართლება-გაპრავებები სააგენტოს დილეტანტი პიარისტებისაგან, ესეც სიმპტომატური თანმხლები პროცესია მთელი ეს პერიოდი და არ უნდა გამოგვრჩეს მოვლენის აღწერისას…

P.S. ზოგიერთი კომენტარებით ვხვდები, რომ ხალხის ნაწილი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია გელათის პრობლემაზე და განვმარტავ: ეს თეთრი თუთიის სახურავი არის დროებითი გადახურვა ახლახანს მოწყობილი, რადგან ბოლო წლებში გაკეთებული მწვანე კრამიტის სახურავი, რომლის გადახურვა ამ ზაფხულს მორჩა და რომელიც მილიონობით ლარი დაჯდა, აღმოჩნდა სავსებით უხარისხო, რადგან ბევრ ადგილზე წყალს ატარებს და ფრესკები და კედლები ირეცხება-ზიანდება.

SOS!!!! საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა”