4 ნოემბერი, 2020

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ონლაინ ფორმატში ჩატარდება

BIAFF – ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ონლაინ ფორმატში 15-25 ნოემბერს ჩატარდება.

კინოფესტივალი, რომელიც ტრადიციულად სექტემბერში ტარდება, COVID19 პანდემიის გამო გადაიდო და ფესტივალის ორგანიზება ოქტომბერის მეორე ნახევარში იგეგმებოდა. თუმცა პანდემიურის სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების გამო, BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტმა ციფრულ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

კინოფესტივალის ონლაინ ჩვენებებისთვის გამოყენებული იქნება შემდეგი პლატფორმები:

www.festivalscope.com – აქ განთავსდება ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური კონკურსის და “დიდოსტატთა კოლექციის” ფილმები. ფილმებზე წვდომა შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციით. ფილმების ნახვა ლიმიტირებული იქნება – თითო ფილმი ნახავს მაქსიმუმ 500 მაყურებელი.

www.vimeo.com – ამ პლატფორმაზე განთავსდება ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის და „ქართული პანორამის“ ფილმები. წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ მაყურებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ფილმის ბმულები (და პაროლი).

– ფილმები იქნება ქართული სუბტიტრებით.

– ფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება უფასოდ ორივე პლატფორმაზე.

დამატებითი ინფორმაცია – წინასწარი რეგისტრაციის, ფილმების პროგრამის და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ დაიდება კინოფესტივალის ვებ-გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე მომავალი კვირის პირველ ნახევარში.

კინოფესტივალის მხარდამჭერები – ქ. ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი.

კინოფესტივალის სპონსორები – კომპანია „ჯპს“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, შპს „Legal Consulting Center“.

კინოფესტივალის მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), ჟურნალი „ინდიგო“, ჟურნალი „კინო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi