27 ნოემბერი, 2020

ბათუმის კინოფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

BIAFF ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულების დასახელება საქართველოს კინოაკადემიის დრაბაზში გაიმართა.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ცერემონიას არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან შეზღუდული რაოდენობა ესწრებოდა. მათ შორის, ჟიურის წევრები და გამარჯვებული ფილმების წარმომადგენლები.

დახურვის ცერემონიის ონლაინ ტრანსლიაცია კი ფესტივალის FACEBOOK გვერდზე მიმდინარეობდა.
საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები ოთხ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ასევე სპეციალური სექცია COVIDEO (პანდემიის პირობებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები). ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი დაასახელა.

BIAFF 2020-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ლანა ღოღობერიძე – ჟიურის თავჯდომარე, კარმენ გრეი (გერმანია), ლეიტ აბდულამირი (საფრანგეთი), ნიკა აბრამიშვილი (საქართველო), გიორგი ოვაშვილი (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

გრანპრი – „ბოროტება არ არსებობს“, მუჰამედ რასულოფი, გერმანია/ირანი/ჩეხეთი, 2020
საუკეთესო რეჟისურა – „ყვითელი კატა“, ადილხან ერზანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ალბერტ სჩუჩი და უელკეტ ბუნგიუ ფილმში – „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“,ბურჰან ქურბანი, გერმანია/ჰოლანდია, 2020
საუკეთესო მსახიობი ქალი – მარიჟა სკარიჩიჩი ფილმში – „მარე“ ,ანდრეა სტაკა, შვეიცარია/ხორვატია, 2020
ჟიურის სპეციალური პრიზი – „პერსონა N2“, ნინო ბასილია, საქართველო/გერმანია, 2020

BIAFF 2020–ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ჟიურიმ – ნინო კირთაძე (საფრანგეთი / საქართველო) – ჟიურის თავჯდომარე, ქშიშტოფ გიერატი (პოლონეთი), ირინა რომანჩენკო (უკრაინა), მიხეილ კვირიკაძე (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „ვეშაპი ლორინოდან“, მასიეჟ ჩუსკე, პოლონეთი, 2019
ჟიურის სპეციალური პრიზი – „დისკვალიფიცირებული“, ჰამზა ოუნი, ტუნისი/საფრანგეთი/ყატარი, 2020

BIAFF 2020-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ – ლელა ოჩიაური, თეო ხატიაშვილი, არჩილ შუბაშვილი გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:

საუკეთესო მხატვრული ფილმი – „სიკვდილის პირას“, ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/აშშ/მექსიკა, 2020

BIAFF 2020–ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ – მოკლემეტრაჟიანი ფილმების და COVIDEO საკონკურსო სექციის ფილმები შეაფასა. ჟიური სამი წევრისგან შედგებოდა – ოთარ ლითანიშვილი (თავჯდომარე), ზურაბ მაღალაშვილი და დათო ევგენიძე.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ლოლო“, მიხალ პიოტროვსკი, პოლონეთ, 2020

ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა ორ ფილმს:
„მარადიული ღამე“, პედრო პერალტა, პორტუგალია, 2020
“ფრანები“, სეიედ ჰოსეინი, ირანი, 2020

COVIDEO – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია (პანდემიის დროს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური სექცია)
საუკეთესო ფილმი – „1412“, ანა ჯაფარიძე, საქართველო, 2020
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა ორ ფილმს:
„მოსაწვევი“, მელთემ ქემილოღლუ, თურქეთი, 2020; 2.20 წთ.
„ღვინო დედასთვის- კარანტინი 2020“, ვალერის ოლეჰნო, ლატვია, 2020

BIAFF COVIDEO აუდიტორიის პრიზი – “მოჩვენება“, ნაგარაჯუ, ინდოეთი, 2020;

BIAFF COVIDEO აუდიტორიის პრიზი ქართული ფილმისთვის – “20XX”, გიორგი ქასრაშვილი, საქართველო, 2020;

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
ნანა ჯორჯაძე (საქართველო)
მერაბ კოკოჩაშვილი (აშშ)
დათო ევგენიძე (საფრანგეთი)

კინოფესტივალის მხარდამჭერები – ქ. ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი,  ბათუმის დრამატული თეატრი, ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი

კინოფესტივალის სპონსორები – კომპანია „ჯპს“, შპს „Legal Consulting Center“

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია,  რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ,  ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), ჟურნალი „ინდიგო“, ჟურნალი „კინო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან –  http://www.biaff.org  www.facebook.com/biaffbatumi

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით –info@biaff.org,, აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181. 597-998272