16 ოქტომბერი, 2020

ზურა პირველი: “სრულიად აბსურდული აკრძალვებია!”

მსახიობი ზურა პირველი დარწმუნებულია, რომ სრულიად აბსურდული აკრძალვებია ხელოვნების სფეროში:

“სრულიად აბსურდული აკრძალვებია ხელოვნების სფეროში – მუსიკოსები ლამის შიმშილობენ. ზოგან ჩახუტული ბრბო და ჭყლეტვა დაშვებული და უსაფრთხოა, როცა ბარები და კლუბები, სადაც ბევრად უფრო მარტივია დისტანციის შენარჩუნება, დაკეტილია.

იაფ ავიაკომპანიებს, რომლებიც ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა. გაიხსნა საზღვრები სახიფათო ქვეყნებთან საფრანგეთი, გერმანია და უსაფრთხოებთან პოლონეთთან – არა. საქართველოს მოსახლეობისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, ტურიზმი, თითქმის განადგურდა.

დღეს საქართველოში ორჯერ მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს გამოვლენილი, ვიდრე იტალიას ჰქონდა პიკის დროს მილიონ მოსახლეზე – ისინი კი, ვინც საქართველოში ვირუსთან ბრძოლის მეთოდები და მიმართულებები შეარჩია და დაადგინა, ლამის წმინდანებად და ეროვნულ გმირებად გამოაცხადეს!

ვინ დირიჟორობს ამ კაკაფონიას? ვინ მდიდრდება ამ აკრძალვებით და ცვლილებებით? ფაქტია, რომ ის ვიღაც-ვიღაცეები ზრუნავენ თავის ჯიბესა და მომავალზე და არა სახელმწიფოს ბიუჯეტსა და მომავალზე! ხალხის დიდი ნაწილი კი მაინც ბედნიერი და კმაყოფილია!”