ვინ დევნიდა ამირან შალიკაშვილს?

ვინ დევნიდა ამირან შალიკაშვილს?ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ საქართველოში პანტომიმის ჟანრის ფუძემდებელი ამირან შალიკაშვილი თეატრალური უნივერსიტეტის თავისივე დაარსებული ფაკულტეტიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაცია მისმა შვილმა უმცროსმა ამირან შალიკაშვილმა გაავრცელა:

“ჩვენმა თეატრმა ძალიან დაძაბული პერიოდი გამოიარა და მოხვდა დიდი წნეხის ქვეშ!

2009 წლიდან დაიწყო პანტომიმის ჟანრის ფუძემდებლის დევნა, ხოლო 2011 წელს ნახევარსაუკუნოვანი თეატრი დაიხურა, იმ მიზნით რომ შენობა, რომელიც რუსთაველის გამზირის 37 ნომერში მდებარეობს, გაყიდულიყო!

თეატრს დაუკარგეს სიცოცხლე, მომავალი! თეატრის ყველა თანამშრომელი ქუჩაში დარჩა! თავად ფუძემდებელი, ამირან შალიკაშვილი კი თეატრალური უნივერსიტეტიდან, თავისივე დაარსებული ფაკულტეტიდან გაათავისუფლეს! იყო დრო, როდესაც თეატრი უდიდესი საშიშროების ქვეშ იმყოფებოდა, საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი აღარ ჰქონდა!

ამ ეტაპისთვის თეატრმა თბილისის მერიისგან მიიღო მიწის ნაკვეთი და სულ მალე დაიწყება თანამედროვე პლასტიკის და პანტომიმის, შალიკაშვილის თეატრის მშენებლობა!”