23 ოქტომბერი, 2020

“ვაშინგტონ პოსტი” ზურა ყიფშიძეზე

ზურა ყიფშიძის შემოქმედების მოყვარულებს არაერთხელ უთქვამთ – ზურას ჰოლივუდში რომ ეცხოვრა სუპერ პოპულარული და მილიონერი მსახიობი იქნებოდაო.

ზურა ყიფშიძის ნიჭიერება და განსაკუთრებული სამსახიობო მონაცემები “ვაშინგტონ პოსტმა” ჯერ კიდევ 1990 წელს შეამჩნია, როდესაც მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში ქართველი მსახიობის მიერ ნათამაშევი დონ ჟუანი ასე შეაფასა:

“ყიფშიძის დონ ჟუანისთვის მზად ხარ მოკვდე… მისი თითოეული ჟესტი პოეზიაა, მეტყველება – სიმფონია. ყოველი გამოხედვა – ჟრუანტელის მომგვრელი.

თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ თქვენი კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები – ეს ბიჭი ყველას მტვერში აგორავებს.”