26 ოქტომბერი, 2020

უზუსტესი დიაგნოზი გურამ დოჩანაშვილისგან

მწერალი გურამ დოჩანაშვილი წერს იმაზე, რაც უმრავლესობას აწუხებს და სწორედ ამიტომ არის მკითხველში ასეთი პოპულარული:

“არასოდეს შევიცვლები იმის გამო, რომ ვინმეს მოვეწონო.

მე მარტო დავიბადე და დღემდე სრულიად მარტოს მიწევს ყველაფერთან გამკლავება..

მთელი ცხოვრება საკუთარი ,,მეს” ძიებაში, რა გადავიტანე, რა არ გავიარე, ჰოდა, ახლა არავის მივცემ უფლებას “რესტავრაცია” გამიკეთოს.

– ჩემი ხასიათი აუტანელია?!
– საკუთარს მიხედე!

მე ჩემი “ქარებით” და “ქარიშხლებით” ტკივილები გამოვიარე.
რამდენი უსახური ადამიანი შემხვდა გზაში ყველამ ცოტა-ცოტა ტკივილი დამიმატა…
ჰოდა, ახლა როცა საკუთარ “ნაჭუჭში” ჩავიკეტე და აღარავის ფერების ნერვი აღარ შემრჩა, გარედან ნუღარ მიკაკუნებთ…
– მე ასეთი ვარ!
ძალიან, ძალიან, ჩემებური….

ჰოდა, შემეშვი, შენი გზა ნახე, ვისთვისაც მიღებული ვარ, ის იქნება ჩემი მეგობარი, ადამიანი და ღმერთიც…
– ჩემი შეცვლა გინდა?!
ჰმ.
– საკუთარ ხასიათს მიხედე…”