3 ოქტომბერი, 2020

უმნიშვნელოვანესი ჯილდო გურამ დოჩანაშვილს

მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა უმნიშვნელოვანესი ჯილდო მიიღო.

81 წლის მწერალს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

გურამ დოჩანაშვილთან ერთად საპატიო თბილისელი 9 ექიმი გახდა: ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე, ლევან რატიანი, მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, ლევან გოფოძე, ელზა ვაშაკიძე, დავით გადელია.

საპატიო თბილისელების დაჯილდოვებას თან ახლდა საზეიმო კონცერტი, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. მისი უკვდავი მელოდიები ააჟღერა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. კონცერტში მონაწილეობდნენ ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და ჯორჯიან სიქს.

წლევანდელმა თბილისობამ კორონავირუსის გამო, მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაიარა.