18 ოქტომბერი, 2020

ულამაზესი ჰიმნი კახეთს

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს – კახეთს არაერთმა კომპოზიტორმა მიუძღვნა სიმღერა, თუმცა ნუნუ დუღაშვილის “კახეთო” თავისუფლად შეიძლება ამ ულამაზესი ადგილის ჰიმნად ვაღიაროთ.

სიმღერა პოეტ იოსებ ნონეშვილის ლექსზეა შექმნილი და მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მომღერლები და ანსამბლები ასრულებდნენ. მომღერალმა ნათია ქოროღლიშვილმა თეატრალური უნივერსიტეტის კვარტეტთან კი კომპოზიტორის სიმღერას ირაკლი მენთეშაშვილის არანჟირებით სულ სხვა ხიბლი შესძინა.

სიმღერაზე ვიდეოკლიპი დავით დურგლიშვილმა გადაიღო და ულამაზესი კაზეთის სრულიად უნიკალური ადგილები მთელი თავისი დიდებულებით წარმოგვიდგინა.