28 ოქტომბერი, 2020

ულამაზესი ჰიმნი გორს

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს – გორს ულამაზესი ჰიმნი აქვს.

კომპოზიტორ ჯემალ ბეგლარიშვილის სიმღერა „ჩემი გორი” ახლებური არანჟირებით მამუკა პეკე ბეგაშვილმა გააცოცხლა. სიმღერა გიორგი სუხიტაშვილმა, ოთო ნემსაძემ, თეონა პავლიაშვილმა, თეონა ცირამუამ და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა იმღერა.

რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა კი სიმღერაზე ვიდეორგოლი გადაიღო.